18 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
გოგი წულაიამ, ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების საგზაო კუნძულის დანგრევა დაიწყო

ქუთაისში, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ, ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების საგზაო კუნძულის დანგრევა დაიწყო. როგორც გოგი წულაია აცხადებს, ნიკეაზე ახლად რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოების კუნძული არასწორად არის გაკეთებული, რაც ავარიების მიზეზი ხდება. მერობის კანდიდატის თქმით აღნიშნულ მონაკვეთზე ათობით მანქანა დაიმტვრა. ადგილზე ეუთოს დამკვირვებლები იმყოფებოდნენ. წულაიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა ადგილზე არცერთი ეკიპაჟი არ მისულა. 

“ეს არის სიმბოლო ამ ხელისუფლების უგუნურობისა და სიხარბისა, რომელმაც ათეულობით ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია და ღმერთის წყალობით ჯერ მსხვერპლი გამოიწვია, მაგრამ არავინ არაფერი არ იცის მომავალში რა მოხდება. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ამ ქალაქში ასეთი უგუნური ხელისუფლების დამთავრება შეუძლია“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

დღის ამბები