25 აპრილი 2024,   19:34
ვრცლად
გორის გარეუბანში გარდაცვლილი პოლიციელი იპოვეს

გორის გარეუბანში გარდაცვლილი პოლიციელი იპოვეს. 39 წლის მამაკაცის ცხედარს მოქალაქეებმა მისივე მანქანის გვერდით მიაგნეს. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ერთი ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნება.

თავდაპირველად, ძიება პოლიციამ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ვინაობა დადგინდა, საქმის ძიება პროკურატურამ გადაიბარა. სწორედ ამ უწყებამ უნდა დაადგინოს, მომხდარი თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. გარდაცვლილი შიდა ქართლის რაიონის სოფელ დისევიდან დევნილი იყო.

დღის ამბები