თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო უბნები მზად არის. ხვალ საუბნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენებსაც მიიტანენ. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს ხმის მისაცემად უკვე 21 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან ელოდებიან.
ამომრჩეველმა მუნიციპალიტეტების მიხედვით 64 საკრებულო და ამდენივე მერი უნდა აირჩიოს. მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება 3644 საარჩევნო უბანზე ექნებათ.
ცესკოს ინფორმაციით, რეგისტრირებულია 3 მლნ 440 123 ამომრჩეველი.
საარჩევნო უბნებზე აცხადებენ, რომ კომისიის ყველა წევრს გავლილი აქვს ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენინგების 4 -ვე ეტაპი და მზად არიან იმისთვის, რომ არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს.