"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, ლევან მექვაბიშვილთან შეთანხმება 2017 წლის 14 მარტს, სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, საპროცესო შეთანხმების მთავარი საფუძველი მექვაბიშვილის და პეტრიაშვილის შერიგება გახდა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს, ალექსი პეტრიაშვილის პოზიცია იქნა გათვალისწინებული. გარდა ამისა ირკვევა, რომ ლევან მექვაბიშვილმა დანაშაული აღიარა.
პროკურატურის განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ლევან მექვაბიშვილს, მეორე ინსტანციაში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 3 წელს გაატარებს, ხოლო დარჩენილი 4 წელი პირობით სასჯელად ჩაეთვლება.
ლევან მექვაბიშვილს ბრალად ედება, "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრისთვის ალექსი პეტრიაშვილისთვის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი. საქმის მასალების მიხედვით, ლევან მექვაბიშვილნა პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
ლევან მექვაბიშვილი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რადენიმე დღეში დააკავეს. თავდაპირველად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ლევან მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.