საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 საკრებულოს, 2058 წევრს ირჩევენ. თბილისსა და რეგიონებში ქვეყანას ეყოლება 64 არჩეული მერი, თუმცა 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები პირველია ბოლო წლების განმავლობაში, როცა მოსახლეობა საკუთარ გამგებელს აღარ აირჩევს.
თვითმმართველი ქალაქის სტატუსით არჩევნებში მონაწილებს: თბილისი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ბათუმი. თბილისში, სულ მერობის 13 კანდიდატია. ამ პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა უნდა შეძლოს. თუ მერობის ვერც ერთი კანდიდატი, ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვებას ვერ შეძლებს, ასეთ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური ჩაინიშენბა, რომელიც პარტიულ შედეგებთან კავშირში არ არის და გამარჯვებული კანდიდატი ხდება ის, ვინ კონკურენტზე მეტ ხმას მიიღებს.
ქალაქის, ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა.