ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ ხმების დათვლის პირველადი შედეგები წარმოადგინა და საარჩევნო პროცესი შეაჯამა. თამარ ჟვანიას შეფასებით არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ყველას მიეცა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა.
წინასწარი მონაცემებით შესაძლოა ექვს მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს კერძოდ, არის ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ქუთაისი და მარტვილი. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით საოლქო კომისიებში ამ დროისთვის 309 საჩივარი შევიდა, რომლის განხილვაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოხდება.
„საარჩევნო ოლქები გახლავთ წინასწარი მონაცემების მიხედვით სავარაუდო მეორე ტურებისთვის #29 ყაზბეგი, #35 ხაშური, #36 ბორჯომი #60 ოზურგეთი და #59 ქუთაისი. ასევე #65 მარტვილი. როდესაც გვექნება საბოლოო შემაჯამებელი შედეგები, ჩვენ შეგვეძლება, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს ოცდამეხუთე დღეს,“-განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.