არსამათავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ამ წუთებში ხმების პარალელური დათვლის შედეგებს წარმოადგენს და თვითმმართველობის არჩევნებს აჯამებს. დეტალურ მონაცემებთან ერთად ორგანიზაციამ უკვე წამროადგინა არჩევნების ყველაზე მთავარი, მერის არჩევენების პარალელური დათვლის შედეგბი.
“ნომერი 41 კახა კალაძე ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" - გამოთვლილი პროცენტი წარმოადგენს 50.64-ს. ალექსანდრე ელისაშვილი ნომერი 42 – 17.52%. ზაალ უდუმაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა," ნომერი 5 - გამოთვლილი პროცენტი 16.8," - განაცხადა ბენიძემ.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მთლიანობაში ხმების დათვლის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
“სამართლიანი არჩევნების პივიტი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. გასული არჩევნებისგან განსხვავებით არ ჰქონია ადგილი უბნების დარბევისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. კენჭისყრის პროცესის მსგავსად რიგი დარღვევებისა კვლავ მარნეულის ოლქში დაფიქსირდა. ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების მიერ 77 საჩივარი წარდგენილია საუბნო კომისიებში, 127 საჩივარი საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 70 შენიშვნა.“
“ხმის დათვლის პროცესის შეფასება პივიტი შედეგებზე დაყრდნობით, სამართლიანი არჩევნების პივიტი დამკვირვებლის 99.3%-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცედურამ ჩაიარა ინციდენტების გარეშე. ინციდენტების შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მარნეულის ოლქში. საარჩევნო უბნების 99.3%-ზე ასევე არ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები,“ - აღნიშნა ბენიძემ.