14:00 საათამდე თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი კი თბილისის მარათონია. საქველმოქმედო გარბენმა სტარტი 9-ის ნახევარზე რუსთაველის გამზირზე აიღო.
გარბენში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - მარათონში მონაწილეობას 2300-მდე ადამიანი იღებს, მათგან 600 უცხოელია.