18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ჩვენ ვიხილეთ სახელისუფლებო პარტია, რომელმაც სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, რომ არ ყოფილიყო სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ფართომასშტაბიანი გამოყენება, რომ არ ყოფილიყო ზეწოლა და ამომრჩევლის მოსყიდვა, შედეგი განსხვავებული იქნებოდა.

„ის, რაც ვიხილეთ მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, არის ძალიან მძიმე და ცუდი ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ვიხილეთ  სახელისუფლებო პარტია, რომელმაც სრულად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსის ყველა არსებული ფორმა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, “ევროპულმა საქართველომ“ აიღო 11% და ეს ახლადშექმნილი პარტიისთვის ძალიან კარგი შედეგია, თუმცა პარტია არ აპირებს ამ შედეგზე გაჩერებას და მისი მიზანია უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა.

 

დღის ამბები