არჩევნების მეორე ტური კახეთის არც ერთ საარჩევნო ოლქში არ ჩატარდება. „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ყველა საარჩევნო უბანზე ხმების საკმარისი რაოდენობა მოაგროვეს იმისთვის, რომ კონკურენტებისთვის მოეგოთ.
თელავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ხმათა 54% აქვს, 27% კი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს.
თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის, განცხადებით, სულ საარჩევნო ადმინისტრაციაში შესულია 6 საჩივარი, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მმართველი პარტიის მხრიდან გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი.
„ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია,“ - აცხადებენ პარტიაში.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ამ შედეგებს ელოდნენ.