18 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ოზურგეთში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება

სავარაუდოდ, ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. 62 საარჩევნო უბნიდან დარჩენილია მხოლოდ 4 უბანი. ამ დროის მონაცემებით კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმათა 41% აქვს მიღებული, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს - 43%.

სავარაუდოა, რომ დარჩენილი ოთხი უბნის მონაცემები არსებულ ვითარებას არ შეცვლის და ოზურგეთში მეორე ტური დაინიშნება.

რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, აქ მეორე ტური არ იქნება, ვინაიდან 38 საარჩევნო უბნიდან უკვე დათვლილია ყველა და საბოლოო მონაცემებით, 67%-ით ლიდერობს „ქართული ოცნების“  კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი.

ჩოხატაურში კი დარჩენილია დასათვლელი ორი უბანი, თუმცა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც უკვე დათვლილი უბნებიდან გამოიკვეთა, ჩოხატაურში მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.  

დღის ამბები