18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
სოფელ შილდაში 40 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 40 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. 

გურამ გურასპიშვილი თოკზე დაკიდებული მეზობელმა ნახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყვარლიდან თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გურასპიშვილების ოჯახში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა. გურასპიშვილი ნაქევხრიშვილის ქმრის ძმაა. ნაქევხრიშვილი კი რამდენიმე დღის წინ თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ამ დრომდე უცნობია ექსპერტიზის ოფიციალური პასუხი. ორივე შემთხვევაში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები