ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 6 საათის მონაცემებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.
ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მთლიანად დათვლილია თბილისის ყველა ოქმი.
„ყველა ოქმი თბილისისა და ოთხი თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისათვის არის დათვლილი. ასევე თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი და თვითმმართველი ქალაქის თემის მერის დიდი ნაწილიც,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დარჩენილია 150 საუბნო ოლქის მონაცემის დათვლა დასასრულებელი.
არჩევნების საბოლოო შეჯამება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.
ცესკოს მონაცემებით, პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება“ –55.66%;
„ნაციონალური მოძრაობა“ - 17.05%;
ბაქრაძე-უგულავა "ევროპული საქართველო“ - 10.5%;
დავით თარხან მოურავი-ირმა ინაშვილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 6.55%;
შალვა ნათელაშვილის - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 3.27%.