ხმაური იყო დღის ბოლოს ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგნები უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.
დემონსტრანტებმა შენობაში შესვლა სცადეს, სადაც იმ დროს საჩივრების განხილვა მიმდიანრეობდა - სამართალდამცველებმა მათ შეჭრის უფლება არ მისცეს, რასაც ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება მოჰყვა.
ხუთი ოპოზიციური პარტია ითხოვს, გაუქმდეს 31-ე საარჩევნო უბნის შედეგები და ხელახლა მოხდეს 3 ათასამდე ბათილი ბიულეტენის გადათვალა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოპოზიცია აქციებით იმუქრება.