ცინცაძის ქუჩის 58-ე კორპუსის მცხოვრებლები მათ სიახლოვეს ახალი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების მტკიცებით, ტერიტორია, სადაც საბავშვო მოედანი და პარკი უნდა გაკეთებულიყო, სამშენებლო კომპანია "იკონია კაპიტალზე" უკანონოდ გასხვისდა და მათ პირდაპირ ამჟამად 25 სართულიანი კორპუსი შენდება.
მოსახლეობა ახლად არჩეულ ქალაქის მთავრობას დახმარებას და კანონის დაცვას სთხოვს. აქციაზე შეკრებილებთან მისული იყო "ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო შაქარიშვილი.
„რა თქმა უნდა, მოხდება შეთანხმება ინვესტორებთანაც, რათა კერძო მესაკუთრეების უფლებებიც არ დაირღვეს. ჩვენ ვკისრულობთ რეალურად მედიატორის ფუნქციას, რათა დავაბალანსოთ კერძო და საჯარო ინტერესი,“ - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.