18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი კახა კალაძეს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო სექტორი კახა კალაძეს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ურჩევენ თბილისის მერობის კანდიდატს, რომელსაც არჩევნებში ამომრჩეველთა უმეტესობამ დაუჭირა მხარი, არ გამოიყენოს მისი წინამორბედის პრაქტიკა.

„პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს ახლა კალაძემ, სწორად უნდა დააკომპლექტოს სამსახური, სადაც იქნება სწორი კადრები და სწორად დაიწყებენ მუშაობას. ძალიან ბევრი პრობლემაა, საიდანღაც უნდა დაიწყონ და თუ დასაწყისშივე მოხერხდება საჯაროობა, ჩართულობა, მათი მუშაობა იქნება გაცილებით ეფექტური,“ - განაცხადა „პარტიზანი მებაღეობის“ დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.

სამოქალაქო სექტორი მზად არის კალაძეს ქალაქისთვის უმთავრესი პრობლემების - საცობებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საკუთარი ხედვა წარუდგინოს. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თბილისის ახალი მთავრობის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

„ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ რადიკალურად არაფერი შეიცვლება, რადგან ხელისუფლებაში დარჩა ისევ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღემდე მართავდა, უბრალოდ ჩვენ გვაქვს საკადრო ცვლილებები,“ - აცხადებს პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. 

დღის ამბები