18 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
67-ე სკოლის პედაგოგთა პროტესტი - მასწავლებლები დირექტორის გადაყენებას და ქიმიის მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ 

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება 67-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სკოლასთან ამ წუთებში მასწავლებლები იკრიბებიან. ისინი მხარს 67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელს უჭერს, რომელიც სკოლის დირექტორმა გუშინ გაათავისუფლა.

ერთ-ერთი პედაგოგი „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, რომ ის პროტესტის ნიშნად გაკვეთილზე შესვლას არ აპირებს. მისი თქმით, დირექტორმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და სამსახურიდან გაათავისუფლა დოდო კეზუა.

სკოლაში განათლების სამინისტროს დასკვნას ელოდებიან. განათლების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლებს თუ არა თანამდებობიდან 67-ე საჯარო სკოლის დირექტორს. მარიამ თავართქილაძის საქმიანობა სამინისტროს აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ თავართქილაძემ სკოლა უნდა დატოვოს.

„ჩვენ მასწავლებლებმა, რომლებმაც სამეურვეო საბჭოს დროს ხმა არ მივეცით დირექტორისთვის სასურველ კანდიდატებს, შეგვიმცირა საათები, წაგვართვა კლასები. ჩვენ მივმართეთ სამინისტროს. დაწყებული აქედან, სამეურვეო საბჭოს არჩევნების შემდეგ, ჩვენზე მიმდინარეობს ზეწოლა, დისკრიმინაცია მე ასე ვფიქრობ და მე მგონი დაადგენს სახალხო დამცველის აპარატი ამას. ნამდვილად დოდო კეზუა არის ამ ყველაფრის მსხვერპლი და მე პირადად ქალბატონი დოდო კეზუას მხარდასაჭერად, არ შევალ სკოლაში თუ არ დააბრუნებენ დოდო კეზუას,“ - განაცხადა ცირა ნაყეურმა.

სკოლის ქიმიის მასწავლებელი დოდო კეზუა შესაძლოა პასუხისგებაში მისცენ. დოდო კეზუას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. მან ჩვენება უნდა მისცეს საქმეზე, სცემა თუ არა მოსწავლე გაკვეთილზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები