ზაზა ურუშაძის ახალი ნამუშევრის ნახვა კინოთეატრებში 26 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. „ოსკარზე“ ნომინირებული „მანდარინების“ შემქმნელი რეჟისორის ახალი ფილმი "აღსარება" ერთი სასულიერო პირის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
მასში მთავარ როლებს დიმიტრი ტატიშვილი, სოფია სებისკვერაძე, სოსო ხვედელიძე და ნატა მურვანიძე ასრულებენ.