ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის, კონცერტებზე დასასწრებად მსმენელები საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვლენ. ელექტრონული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა.
31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები 25 ქვეყანაში გაიყიდა.
ბიორკის მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან.