18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
კიდევ ერთი მოხსნილი სოციალური დახმარება - 81 წლის მოხუცს წვიმის დროს სახლში წყალი ჩასდის

კიდევ ერთი მოხსნილი სოციალური დახმარება - სოფელ კოღოთში მცხოვრებ 81 წლის ლილი ჯანგირაშვილს, სიღარიბისა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სახელმწიფომ უკვე 6 თვეა ფულადი დახმარება შეუწყვიტა.

ერთ ოთახში მარტო მცხოვრები მოხუცის სახლში წვიმის დროს წყალი ჩამოდის, გამათბობლისთვის კი შეშა არ აქვს.

ლილი ჯანგირაშვილი ახმეტის გამგეობას სახურავის შეცვლისა და დახმარების თხოვნით რამდენიმე წელია მიმართავს. ადგილობრივმა მთავრობამ ორი წლის წინ მოხუცის სახლში  სახურავი გამოცვალა, თუმცა გაირკვა, რომ მეორადმა და დაზიანებულმა მასალამ ლილი ჯანგირაშილის სახლში საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო დაამძიმა.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში ლილი ჯანგირაშვილისთვის დახმარების მოხსნას მაღალი ქულებით ხსნიან. თუმცა, რატომ მიიღო ასეთი შეფასება, ვერავინ პასუხობს.

 

 

ავტორები: ია გულიაშვილი, თაკო სურგულაძე.  

დღის ამბები