თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს პასუხი ამ დრომდე უცნობია.
საქმე ეხება სკოლის დირექტორის მიერ ქიმიის მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას და შესაძლო ფინანსურ დარღვევებს, რის გამოც პედაგოგები დირექტორის გადადგომას ითხოვენ.
ამის გამო პროტესტის ნიშნად დღეიდან მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი სასწავლო პროცესის ჩაშლას გეგმავენ.
ცნობილია, რომ ჯეჯელავას უწყებაში აუდიტის მწვავე დასკვნა უკვე დევს, სადაც საკმაოდ ბევრ დარღვევაზეა საუბარი. თუმცა ორი დღეა უწყება განმარტებას არ აკეთებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მარიამ თავართქილაძე დირექტორობიდან გაუშვეს და ბრძანებაც დაწერილია. მანამდე კი 67-ე საჯარო სკოლაში ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება.
„ვაცხადებთ პროტესტს დოდო კეზუას მხარდასაჭერად და ველოდებით სამინისტროს გადაწყვეტილებას. მარიამ კეზუა აუცილებლად უნდა წავიდეს იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც აუდიტმა დადო 25 გვერდიან დარღვევებზე დასკვნა და ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა თბილისის 67-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ცირა ნაყეურმა.