18 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძეს დღეს მეუფე დიმიტრი მოინახულებს

მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძეს დღეს მეუფე დიმიტრი მოინახულებს.

ე.წ. მატროსოვის ციხეში მსჯავრდებულის სულიერი მამა შესვლას 11:00 საათისთვის აპირებს.
მასთან ერთად საპყრობილეში მივა მამა რევაზ სიხარულიძეც. სასჯელაღსრულების დაწესებულებას საშვი უკვე გაცემული აქვს.

„მეუფე დიმიტრი ჩემი აზრით აქამდე უნდა შესულიყო მამა გიორგისთან და უნდა მოენახულებინა, რადგან თავისი მღვდელმსახური იყო და თვისი სულიერი შვილი იყო. თანაც მამა გიორგი ითხოვდა დაჟინებით, რომ მეუფე დიმიტრის მოენახულებინა. მაგრამ არაუშავს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს,“-აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მეუფე დიმიტრის საპატიმროში შესვლას დეკანოზი დაკავების დღიდან ითხოვდა. დაკავებული მამა გიორგი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრი შიოლაშვილის ეპარქიაში მსახურობდა.

დღის ამბები