67-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ლორთქიფანიძე, სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც დღეს სკოლის ეზოში საპროტესტო აქციას მართავენ, არასწორად ინფორმირებული არიან.
დირექტორი გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.
მარიამ ლორთქიფანიძე არც მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ის რომ ქალბატონი დოდო კეზუა გათავისუფლებული იყო, ეს არის ძალადობის დაგმობა. ამ კონკრეტულ მასწავლებლებს რატომ აქვთ ის ინტერესი, რომ ძალადობა იყოს წახალისებული ჩვენთვის გაუგებარია. ბუნებრივია ბავშვებს არ აქვთ ის ინფორმაცია და ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. მთელი კოლექტივის სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ დავგმობთ ძალადობას და არც ერთ შემთხვევაში ძალადობას არ წავახალისებთ,“-განაცხადა ლორთქიფანიძემ.