18 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
67-ე საჯარო სკოლის დირექტორი აუდიტის იმ დასკვნას ეხმაურება, რომლის საფუძველზეც მისი გათავისუფლება მოხდა 

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის მიზეზი აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა, რომელიც სკოლაში არსებულ ვითარებას თვენახევრის განმავლობაში სწავლობდა.

სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი მარიამ ლორთქიფანიძე, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნას ეხმაურება.

მარიამ ლორთქიფანიძემ მცირე კომენტარი გააკეთა, თუმცა განცხადება არ გაუკეთებია იმ დარღვევებზე, რომელზეც შიდა აუტის სამსახური საუბრობს.

კერძოდ დასკვნაში ნათქვამია, რომ "67-ე სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში, შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან,  მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით."

მარიამ ლორთქიფანიძის თქმით, დასკვნას შესაბამისი პასუხები გაეგზავნა და ჩაიდო საქმეში.

„დასკვნა გასაჯაროვდა, გაეცა პასუხები, პასუხები გაგზავნილია ჩაიდო საქმეში. ის რომ დირექტორმა გაათავისუფლა მასწავლებელი, რომელმაც იძალადა მოსწავლეზე, ამიტომ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება,“-განაცხადა მარიამ ლორთქიფანიძემ.

მარიამ ლორთქიფანიძის გადადგომის და აუდიტის დასკვნის გამოქვეყნების მოთხოვნით, დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა, რადგან სკოლის უფროსკლასელები, მშობლები და პედაგოგების ნაწილი დღეს დილიდან სკოლის გარეთ შეიკრიბნენ და გაკვეთილების ჩატარებაზე უარი თქვეს. მარიამ ლორთქიფანიძის გადაყენების გადაწყვეტილებას აქციაზე შეკრებილები ოვაციებით შეხვდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები