18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე მოსამართლეთა ერთობა, სპეციალურ კვლევას აქვეყნებს

კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე მოსამართლეთა ერთობა, სპეციალურ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მოსამართლეების სამწლიანი გამოსაცდელი ვადა უნდა გაუქმდეს, გაიზარდოს იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით.

კერძოდ, საუბარია იმ შემთხვევებზე, როცა მოსამართლეებს უვადოდ განმწესებაზე შეფასების მიუხედავად, უარი ეთქვათ, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზები განმარტებული არ არის.

ასოციაცია ”საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” თავმჯდომარე მაია ბაქრაძე ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ის მოსამართლეები, რომელთაც უვადოდ დანიშვნაზე უარი ეთქვათ, საბჭოს წევრებმა შეაფასეს როგორც კომპეტენტურები და კეთილსინდისიერება, თუმცა კენჭისყრის გამო მათ უარი ეთქვათ.

მაია ბაქრაძე ამბობს, რომ კენჭისყრის ეტაპი ბუნდოვანებას ქმნის და ის უნდა გაუქმდეს.

დღის ამბები