18 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
მთავარ პროკურატურაში, დღეს, ოჯახური დანაშაულის თემაზე მსჯელობდნენ

მთავარ პროკურატურაში, დღეს, ოჯახური დანაშაულის თემაზე მსჯელობდნენ. კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. პროკურატურამ ოჯახური ძალადობის და ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების ანალიზთან ერთად, პრევენციული ღონისძიებების გეგმაც წარადგინა.

მთავარი პროკურატურის სტრატეგიაში, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხარდაჭერით შემუშავდა სახელმძღვანელოც, “ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობა,” რომელიც პროკურორთა გადამზადების მოდულში დაინერგა.

„ძალიან მკაცრს, სისხლის სამართლის პოლიტიკას ვახორციელებთ მსგავსის ძალადობის განმახორციელებელი პირების მიმართ და მსგავსი პოლიტიკის გაგრძელებას ვაპირებთ მომავალშიც,“ - აცხადებს ირაკლი შოთაძე.

 

 

 

 

დღის ამბები