საქართველო უმსხვილესი საერთაშირისო სამოგზაურო მედია პლატფორმა Lonely Planet-მა 2018 წელს სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში შეიყვანა.
გამოცემა, ყოველწლიურად აქვეყნებს მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს, სადაც 2018 წლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად საქართველო დასახელდა.
მთავარი კრიტერიუმი ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულოა.
Lonely Planet საქართველოზე წერს, რომ ეს არის მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამავდროულად უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულსა და ტრადიციებს.
ლონლი პლამეტის ყოველწლურ ღონისძიებაზე - სახელწოდებით Best in Travel - საქართველო ტურიზმის ადმინისტრაციმ წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნო.