18 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
სოსო ოხანაშვილის სიძეობა მექცა თავსატეხად - მეუფე დიმიტრიმ დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა

სოსო ოხანაშვილის სიძეობა მექცა თავსატეხად - ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მატროსოვის ციხესთან პატიმრობაში მყოფ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მეუფე დიმიტრის თქმით, ის “კურიერის” ეთერში სოსო ოხანაშვილის ჩვენების გასაჯაროების შემდეგ მის სიძეს ესაუბრა, თუმცა ოხანაშვილმა განაცხადა,  რომ მასალების გასაჯაროებასთან საერთო არაფერი აქვს.

მეუფემ განაცხადა, რომ ის სოსო ოხანაშვილს ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ესაუბრა.

„მე ვესაუბრე ბოლო, მის სასამართლოზე მიცემულ ჩვენებთან დაკავშირებით. მას მე ვესაუბრე, ის იყო თუ არა ამ საქმეში და ის მეუბნება, რომ ამას მე ვერაფრით გავავრცელებდი, იმიტომ რომ მე ვარ უცხოეთში და გარკვეულწილად ეს მოთხვეთ პასუხი იმას, ვინც სასამართლოდან გამოიტანა ჩემი სასამართლოზე მიცემული ჩვენება. რამდენჯერმე ვესაუბრე და უფრო ეს იყო ჩემი მხრიდან, მას გამოეჩინა უფრო მეტი გონიერება, რაზეც ის მეუბნება, რომ მე არაფერ შუაში ვარ," - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. 

მიტროპოლიტის თქმით, მას ციხეში დეკანოზთან მძიმე საუბარი ჰქონდა, რომელიც მამა გიორგი მამალაძის ბიზნეს საქმიანობას ეხებოდა.

"მამა გიორგისთან ცოტა დაძაბული საუბარიც გვქონდა, მკაცრი საუბარიც, იმიტომ რომ არ ჩამაყენა საქმის კურსში ამ ბიზენსებთან დაკავშირებით და მითხრა, რომ მე არ ვიცოდი, რომ მღვდელს ეკრძალებოდაო,“ - აცხადებს მეუფე დიმიტრი.

9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხეში, ეს იყო პირველი შეხვედრა დეკანოზ გიორგი მამალაძის და მეუფე დიმიტრის. თუმცა, მთავარი საკითხი ისევ გადაუწყვეტელია, რომელიც მამა გიორგი მამალაძის ზიარებას ეხება.

როდის აზიარებენ დეკანოზს ჯერ კიდევ უცნობია. გადაწყვეტილება ამის შესახებ, სინოდის 47-მა წევრმა უნდა მიიღოს.

დღის ამბები