18 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
67-ე სკოლის გათავისუფლებული დირექტორის მხარდამჭერი პედაგოგები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

67-ე საჯარო სკოლის დირექტორის მხარდამჭერი პედაგოგები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების გასაპაროტესტებლად, ჯეჯელავას უწყებაში მივიდნენ. მარიამ თავართქილაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ისინი ახსნა განმარტებას და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

პედაგოგებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა და განუმარტა, რომ დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებულია. მარიამ თავართქილაძის მხარდამჭერები ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ.

დირექტორის გათავისფლების შესახებ განმარტება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა გააკეთა. 

ისნპექტირებამ დაადგინა, რომ ხშირ შემთხვევაში სკოლის დირექტორი ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში, დაგვიანებით შედიოდა გაკვეთილებზე, ასევე არაჯეროვან კომუნიკაციას აწარმოებდა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. ამასთან, გამოვლინდა პრობლემები ინვენტარიზაციაში და შესყიდვების პროცედურებში, რომელთა თაობაზეც სკოლას, გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს მიეცა,“ - განმარტა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა.

დღის ამბები