18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
შს სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის უფლებამოსილების გადამეტების საქმის განხილვა, საქალაქო სასმართლოში დღეს გაგრძელდა. პროცესზე, ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ, ასევე, კრიმინალური პოლიციის და პატრულის თანამშრომლები.

დაცვის მხარემ კი, სასამართლოს უწყვეტი ვიდეო მასალა წარუდგინა, სადაც კადრებში იარაღი ჩანს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, საქმეში ასევე დევს მტკიცებულებები, რომლითაც გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მანქანის გაჩერების საფუძველი დასტურდება.

„ეს ავტომანქანა გადმოცემული იყო დაკავებაზე, ვინაიდან ამ ავტომანქანაში მსხდომმა პირებმა გარკვეული პიროვნება დაჭრეს წინა დღეს, ვინმე პაატა არდალიანი, რომელსაც საავადმყოფოს დასკვნაც აქვს, სასწრაფოს გამოძახების დასკვნაც აქვს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და 12 ნაკერი აქვს მიღებული,“ - აცხადებს გურამ დონაძე.

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი კი ამბობს, რომ არსებობს უამრავი მოწმე და დამნაშავეები იმ სასჯელს ვერ გაექცევიან, რაც მათ ეკუთვნით.

დღის ამბები