18 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება დღის მართვაში" - საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებთან

"ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება დღის მართვაში" - ამ თემით გაიხსნა საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებთან, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, სხვა სპიკერებთან ერთად ესწრებოდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, თუ რა ზიანი მიადგა ხანძრის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყეს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ამ კუთხით. შეხვედრაზე ასევე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზეც ისაუბრეს.

„ვფიქრობ, ტყის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის. საქართველოს ტერიტორიის 40 პროცენტი ტყით არის დაფარული. ჩვენ გასულ ზაფხულს ვნახეთ რამხელა ზიანი მიაყენა ხანძარმა თქვენ ქვეყანას. ეს პროექტი სწორედ ემსახურება იმას, რომ ვნახოთ რის გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოს დასახმარებლად და სტიქიის დროს როგორ შეიძლება ზარალი მინიმუმამდე დავიყვანოთ,“ - აცხადებს ჰერმანი.

დღის ამბები