18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
დაპირისპირებული ჯგუფები 67-ე სკოლაში - გათავისუფლებული დირექტორი და ქიმიის პედაგოგი სასამართლოში მიდიან

67 სკოლის დირექტორი, მარიამ თავართქილაძე განათლების სამინისტრომ თანამდებობიდან აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლა. დასკვნაში, რომელმაც 67-ე სკოლის დირექტორის პოსტი იმსხვერპლა, პირდაპირ წერია, რომ სასწავლებლის ხელმძღვანელი ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში, აგვიანებდა გაკვეთილზე და შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას.

დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, მოსწავლეები კამერების წინ ალაპარაკდნენ, თუ როგორ ძალადობდა დირექტორი პედაგოგებსა და მოსწავლეებზე.

გათავისუფლების შემდეგ, დირექტორმა სკოლის შენობა უკომენტაროდ დატოვა. თუმცა, მალევე მიბრუნდა სკოლაში და განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ უკანონოა და არ დაემორჩილება.

ოდნავ მოგვიანებით, გათავისუფლებულმა დირექტორმა და მისმა მხარდამჭერებმა განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს. 67-ე სკოლის დირექტორი დავას სასამართლოში გააგრძელებს და პოსტზე აღდგენას მოითხოვს.

გარდა ამისა, სასამართლოში ჩივის მასთან დაპირისპირებული ქიმიის მასწავლებელი დოდო კეზუა. ქიმიის მასწავლებელს სარჩელი სასწავლებლის დირექტორის წინააღმდეგ შეაქვს.

67-ე საჯარო სკოლაში საპროტესტო აქციები ამ დროისთვის შეწყვეტილია და ხვალიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

დღის ამბები