18 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე და შეთქმულება - მიტროპოლიტის და დეკანოზის შეხვედრა 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ

9 თვის შემდეგ, მიტროპოლიტი დიმიტრი და ციანიდის საქმის ბრალდებული დეკანოზი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ კი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა პირველად აღიარა, რომ საუკუნის საქმე მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება იყო. მეუფე დიმიტრიმ დეკანოზ მამალაძისგან საქმის დეტალები პირველად მოისმინა.

საუბარს საკანში მღვდელსა და მიტროპოლიტს შორის რამდენიმეჯერ კამათი მოჰყვა. ისაუბრეს ციანიდის საქმის ყველა ასპექტზე, ციანიდიდან დაწყებული შეთქმულებით დამთავრებული.

დეკანოზ მამალაძის მიმართ განაჩენი გამოტანილია, თუმცა მეუფე დიმიტრის კითხვები ისევ აქვს. თვლის, რომ ციანიდის საქმეზე 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერცერთი მყარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, მართლა შეიძინა თუ არა პატიმარმა მღვდელმა მომწამვლელი ნივთიერება. მიტროპოლიტს იმედი აქვს, რომ მამალაძის უდანაშაულობა საბოლოოდ დამტკიცდება.

მეუფე დიმიტრიმ მსჯავრდებული სასულიერო პირი იმ საქმიანობის გამო გააკრიტიკა, რომელსაც ეპარქიის წინამძღვრისგან მალულად ეწეოდა.

მეუფე დიმიტრი მისი სიძის, სოსო ოხანაშვილის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ „კურიერში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, მას დაუკავშირდა და დიდხანს ესაუბრა.

შეხვედრა კონკრეტული გზავნილით დასრულდა. პატიმარი მღვდელი ციხეში 9 თვიანი ცხოვრების შემდეგ, აღსარებასა და ზიარებას ითხოვს. ახლა მისი სურვილის ასრულება 47 მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სურვილზეა დამოკიდებული.

დღის ამბები