18 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
პირველი და ბოლო ლაურენსია - მთავარი პარტიების შესასრულებლად დიდი თეატრის სოლისტები ემზადებიან

დიდი თეატრის პრემიერი ვლადისლავ ლანტრატოვი თბილისში საბალეტო წარმოდგენისთვის ემზადება. კრეინის "ლაურენსიაში” მთავარი პარტიების შესასრულებლად მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი საქართველოში სასცენო პარტნიორთან, მარია ალექსანდროვასთან ერთად ჩამოვიდა.

კრეინის ორმოქმედებიანი ბალეტი „ლაურენსია“ ვახტანგ ჭაბუკიანმა 1948 წელს დადგა. არა ერთხელ აღდგენილი ბალეტი, ნინო ანანიაშვილმა სცენაზე 2007 წელს დააბრუნა.

2007 წლიდან "ლაურენსიას" ძველ და ახალ რედაქციებში მთავარ პარტიას ლალი კანდელაკი ასრულებდა. ბალერინა "ალურენსიას" სპექტაკლს იონენ ტაკანოსთან ერთად იცეკვებს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა „ლაურენსიას“ მხოლოდ ორი დღით 28 და 29 ოქტომბერს დაეთმობა.

დღის ამბები