18 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს საპატიმროში ადვოკატი მოინახულებს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს საპატიმროში ადვოკატი მოინახულებს. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მსჯავრდებულ სასულიერო პირთან ერთად, სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე უნდა შეთანხმდნენ.

გუშინ კი, დეკანოზთან იმყოფოებოდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ბათუმელმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ საუკუნის საქმის მსჯავრდებული პირველად მოინახულა. მატროსოვის ციხეში სასულიერო პირების საიდუმლო საუბარი რამდენიმე საათს გაგრძელდა.

გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველის განმარტებით, ეპისკოპოსს შეხვედრის შემდეგ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მათ შორის, მის უდანაშაულობაზე კითხვის ნიშნები არ აქვს.

„თუ აქამდე მეუფე დიმიტრი ამბობდა, რომ მე ის მჯერა, რომ დეკანოზი არავის არ კლავდა და პატრიარქს არ სჯერა, რომ არავის კლავდა, მაგრამ მაქვს სხვა საკითხებზე კითხვის ნიშნები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დიალოგის შემდგომ ეს კითხვის ნიშნები უფრო ნაკლები დარჩება,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

დღის ამბები