18 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
აფგან მუხთარლი პაველ შერემეტის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს

ტალინში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პაველ შერემეტის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს. ჯილდო ჟურნალისტის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას გადასცეს.

მან მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და ევროკავშირს მოუწოდა, აზერბაიჯანის მიმართ პოლიტიკა შეცვალოს.

„დღეს უნდა წამეკითხა თქვენთვის მისი წერილი, მაგრამ ადვოკატებზე საპატიმროში ძალადობა განხორციელდა და მათ ყველაფერი ჩამოართვეს, რაც კი აფგანმა გადასცა, მათ შორის წერილიც. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ჟურნალისტებს, რომლებმაც ასეთ მძიმე პერიოდში მხარი დაგვიჭირეს. აზერბაიჯანში დღეს 160 პოლიტპატიმარია, აქედან 10 ჟურნალისტი. მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალოს,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ტალინში გუშინ გაიხსნა და მასში საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

დღის ამბები