18 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქე 14 წლის მოზარდის გადმოყვანას ჩემოდნით ცდილობდა

სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც 14 წლის მოზარდის გადმოყვანას საზღვარზე ჩემოდნით ცდილობდა. საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის გადაადგილება საეჭვოდ მიიჩნიეს, რის გამოც ჩანთის გახსნა მოსთხოვეს, თუმცა მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

შემოწმების შემდეგ მესაზღვრეებმა ჩემოდანში 14 წლის ბიჭი აღმოაჩინეს. დაკავებულის ცნობით, მოზარდი საქართველოში მშობლების სანახავად მოდიოდა.

დღის ამბები