თურქეთში პროსტიტუციის ქსელი გამოავლინეს, რომელშიც ქართველებიც იყვნენ ჩართული. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ანტალიის ცენტრში, სხვადასხვა მისამართზე ჩაატარეს და 14 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, 42 წლის ქართველი ქალიც, რომელიც თურქ მეუღლესთან ერთად მეძავების ქსელს კურირებდა.
დაკავებულთაგან 10 პროსტიტუციას ეწეოდა. 2 ქართველია, დანარჩენები კი უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და მოლდოვის მოქალაქეები არიან.