18 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
გურამ დონაძე სასამართლო პროცესზე სახალხო დამცველის წარმომადგენლების დასწრებას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე სახალხო დამცველს მიმართავს და სასამართლო პროცესზე უჩა ნანუაშვილის წარმომადგენლების დასწრებას ითხოვს.

ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეში გამოძიება დონაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თუმცა, დონაძის თქმით, დახურული განხილვებიდან გამოსული პროკურორები, საზოგადოებაში მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

”ტელეკომპანია "იმედს" მივმართავ, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, ჩვენ არ ვართ ბრალდებულები ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ბრალდებულები უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. დღესვე ვთხოვე მოსვლა "საზოგადოებრივ მაუწყებელს", რომელიც ასევე სამწუხაროდ, არ მოვიდა და სწორედ ეს ორი ფაქტი გახდა აქ მოსვლის საფუძველი. ვითხოვ, სასამართლო პროცესებს გაეწიოს სახალხო წარმომადგენლისაგან მონიტორინგი იმიტომ, რომ დარბაზში ამბობენ, რომ გურამ დონაძეს არავისთვის არ მიუთითებია უკანონობა, რომ გურამ დონაძეს იარაღი არავისთვის ჩაუდია, რომ ზურა მიქაძე არ არის დამნაშავე და არ უნახავთ იქ შემთხვევის ადგილზე. გამოდიან და სულ სხვა რაღაცეებს ამბობენ დაესწროს ნეიტრალური მხარე და ერთხელ და სამუდამოდ გავიგებთ ყველა სიმართლეს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ.  

დღის ამბები