ევროპის ყველაზე მძლავრი სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - ევროპის თეატრალური კონვენცია (ETC) საქართველოს დედაქალაქთან 4 წლიანი თანამშრომლობის პროგრამას იწყებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისი 26-29 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით "მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე" უმასპინძლებს, რომელსაც 12-ზე მეტი ქვეყნიდან 50-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.
საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია "მითოლოგიიდან ტექნოლოგიამდე", რომელსაც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს, მწერალთა სახლში გაიმართება. ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნება - საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სპიკერები, პანელ დისკუსიები, მონაწილეთა ვორკშოფები და მარჯანიშვილის თეატრის 8 სპექტაკლი.