პანკისის ხეობაში 22 წლის ახალგაზრდა კლდიდან გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დავით შეთეკაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულს სხეულის სხვადასხვა ხარისხის ტრამვები და მოტეხილობები აქვს მიღებული.
ექიმების თქმით, პაციენტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, შემდგომი მკურნლობა უკვე თბილისში ჩაუტარდება. დაშავებულს ვერტმფრენის საშუალებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანენ.