18 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პატრულის მიერ დაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საქმეზე მიმდინარეობს  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ დროისთვის უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები,  თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

გარდა ამისა, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ქუჩაზე პატრულის დაკავების ოპერაციის დროს, თბილისში ერთი პირი გარდაიცვალა.

 

დღის ამბები