18 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ბიძინა და ბერა ივანიშვილების ბიზნესი მწვანე კონცხზე და სანაპირო ზოლის დასაკუთრების მოთხოვნა 

მწვანე კონცხზე ბიძინა და ბერა ივანიშვილები მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ. ივანიშვილების მიერ ნაყიდ მიწის ნაკვეთზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს. დანგრეულია ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა, რომლის ნაცვლადაც ახალი მფლობელი დასასვენებელ მასშტაბურ კომპლექს "მაგნოლიას" აშენებს.

48 ათასი კვადრატული კომპანია "ბიზნეს დეველოპმენტმა" იყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. გაზეთ "ბათუმელების" ინფორმაციით, მწვანე კონცხზე ცოტა ხნის წინ მიწის ნაკვეთი შეიძინა "ურეკი რეზიდენსმაც" რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილია.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყოფილ პრემიერს მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთები და მშენებლობის უფლება იმ პირობით მისცეს, რომ აქ მან 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, თუმცა მიწის გარდა, ბიძინა ივანიშვილი აჭარის მთავრობას სანაპირო ზოლსაც სთხოვს.

ადგილობრივი მთავრობა ყოფილი პრემიერისთვის პლაჟის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან ადგილობრივებიც. მწვანე კონცხის მაცხოვრებლები პასუხებს ითხოვენ იმის შეხებაც, შეეხებათ თუ არა მასშტაბური პროექტი მათ საცხოვრებელ სახლებს, მიწის ნაკვეთებს და დასახლების გზებს. ამის შესახებ განმარტებას არც მთავრობა აკეთებს.

დღის ამბები