18 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
გარდაცვლილი 19 წლის წვევამდელი - არაოფიციალური ინფორმაციით ახალგაზრდას შემთხვევით ნასროლი ტყვია მოხვდა

არაოფიციალური ინფორმაციით, 19 წლის წვევამდელ ბექა რუსიას ასევე წვევამდელმა შემთხვევით ესროლა. ახალგაზრდის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია უცნობია. შემთხვევა აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ახლოს, სოფელ მუჟავაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციის საგუშაგოზე გარდაცვლილი 19 წლის წვევამდელი აბაშაში, საკუთარ სახლში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ.

19 წლის ახალგაზრდას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ჭრილობა სახის არეში ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცვლისა და იარაღის გადაბარების დროს მოხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია ამტკიცებს, რომ 19 წლის წვევამდელის საოკუპაციო ზოლთან საგუშაგოზე ყოფნას კანონი არ კრძალავს. 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ემა გოგოხია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები