18 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის, სიმონ დადიანის ნამუშევრები საქართველოშია

სიმონ დადიანის ნამუშევრები საქართველოშია. მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის ტილოები და ქანდაკებები მის სამშობლოში პირველად გამოიფინება. სიმონ დადიანის "პიერო" და კიდევ 22 ნახატი ამერიკისა და საფრანგეთის შემდეგ მხატვრის მშობლიურ ქალაქში ბინას სამუდამოდ დაიდებს.

საქართველოში სიმონ დადიანის ნახატები რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შედეგად ჩამოიტანეს.

ბიუსტის გარდა, დადიანის ცნობილი აბსტრაქტული ქანდაკება ”შავი ტორსოც” ჩამოიტანეს. ამ ნამუშევრისთვის ქართველმა ხელოვანმა ამერიკაში საგანგებო პრემიაც დაიმსახურა. მისი ქანდაკებები და ტილოები 1950 წლიდან არაერთ ცნობილ საექსპოზიციო სივრცეში იფინებოდა.

სიმონ დადიანის პირველი გამოფენა მის სამშობლოში კლინიკა "ოფთალმიჯის" არტ გალერეაში 5 ნოემბერს გაიხსნება.

დღის ამბები