18 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
გონიო-კვარიათის საზღვაო აკვატორიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გონიო-კვარიათის საზღვაო აკვატორიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამართალდამცველები მისი ვინაობის დადგენას ცდილობენ. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

​გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა და ცხედარი საქართველოს აკვატორიაში დინებამ შემოიტანა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები