18 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
ბარნოვის ქუჩაზე დაწყებულ კერძო მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე დაწყებულ კერძო მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასტუმრო, რომელიც ორ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შორის შენდება, ისტორიულ შენობებს აზიანებს. მათ შორის, ერთ-ერთი 49-ე საჯარო სკოლაა.

მოსახლეობა დედაქალაქის მთავრობისგან მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.

ადგილობრივები სამართლებრივი დავის დაწყებასაც გეგმავენ.

ბარნოვის 10 ნომერში მიწის ფართი ირანელმა ინვესტორმა 2016 წელს შეიძინა.

დღის ამბები