18 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ოჯახური ძალადობა - შორენა გოგოლაშვილის თქმით, მისი და 5 წლის შვილის ცოცხლად დაწვა სცადეს

შორენა გოგოლაშვილი, რომელიც კურიერს თავად დაუკავშირდა, ოჯახურ ძალადობაზე საუბრობს. ის, რომელსაც ფეხის ტრამვა აქვს მიღებული, ყვება, რომ ქმრის, მაზლის და დედამთილ-მამამთილის მხრიდან მუდმივად განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მისი თქმით, ერთხელ მისი და მისი 5 წლის შვილის ცოცხლად დაწვაც სცადეს.

შორენა გოგოლაშვილის თქმით, თავის მოკვლაც სცადა და საძილე წამლები დალია, მაშინ ქალის გადარჩენა შეძლეს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ სუიციდის მცდელობა კიდევ ჰქონდეს.

შორენა გოგოლაშვილი იხსენებს, რომ დანის გამოყენებით მისი მოკვლის მუქარაც არაერთხელ ყოფილა. მისი განცხადებით, პოლიციას არაერთხელ მიმართა. თუმცა სამართალდამცველები მხოლოდ მისი ოჯახის წევრების გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.

ინტერვიუს განმავლობაში ოჯახური კონფლიქტის მოწმე კურიერის გადამღები ჯგუფიც გახდა. ტელეკამერის გამოჩენის შემდეგ სახლში ქალის მამამთილი და მეუღლე შემოვიდნენ. მათი თქმით, შორენა გოგოლაშვილი იტყუება, ის ცუდად ექცევა გერებს და ოჯახის დანარჩენ წევრებს.

 

 

დღის ამბები