ქართველი მუსიკოსები ელენე ახვლედიანის ოჯახის დასახმარებლად ერთიანდებიან -
საქველმოქმედო კონცერტი დღეს საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. საღამოს გამართვა ვაკის პარკში კლუბ "33ა"-ში იგეგმება.
ელენე ახვლედიანის ოჯახს ბინიდან გამოსახლება ემუქრება, რადგან ოჯახმა ბინა ნათესავის გადასარჩენად იპოთეკით დატვირთა. კლუბ "33 ა"-ში საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას ნიაზ დიასამიძე, გია ნიკოლაძე, რომა რცხილაძე, რობი კუხიანიძე და ელენე კალანდაძე მიიღებენ.