18 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
"პოსტსკრიპტუმის" წყაროს ინფორმაციით, პარლამენტში პრემიების მისაღებად გედევან ფოფხაძის ხელმოწერა გააყალბეს

პარლამენტში პრემიების მისაღებად კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმოწერა გააყალბეს.

ინფორმაცია საიდუმლო წყარომ P.S.-ს მიაწოდა. ის ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გედევან ფოფხაძის სახელით ისე გააფორმეს პრემიების ჩამონათვალი, რომ მან ამის შესახებ არც კი იცოდა; დოკუმენტებს ნებართვის გარეშე დაურთეს მისი ხელმოწერა. შემთხვევა სექტემბრის შუა რიცხვებში მოხდა, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და მის მოვალეობას პარლამენტში გედევან ფოფხაძე ასრულებდა. 

გედევან ფოფხაძემ ამის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო და პრემიების გაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამ ჩამონათვალში იყო ხელფასის 150%-იანი ოდენობის პრემიებიც კი, რაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა ხდებოდეს - ანუ, მაგალითად, თუ პარლამენტის თანამშრომლის ხელფასი 2 ათასი ლარია, პრემიის სახით ის დამატებით 3 ათას ლარს მიიღებს ანუ ჯამში 5 ათასს.

ამ ინციდენტის შემდეგ ანონიმური წყაროს ინფორმაციით აპარატის უფროსი „დასაჯეს“ და პრემიების სიიდან ამოიღეს.

 

დღის ამბები